ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება უკრაინის ომი

ოკუპანტებმა მოკლეს ქალი, იმავე ავტომობილში სამი ბავშვი იმყოფებოდა

უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუმის ოლქში მოძრავ სამოქალაქო ავტომობილს, რომლითაც სამი ბავშვი და ორი ზრდასრული გადაადგილდებოდა, რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, გარდაიცვალა მანქანაში მყოფი ქალი. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დმიტრი ჟივიცკი “ტელეგრამზე” ავრცელებს.
“სუმში, აეროპორტის მხრიდან, რუსმა სამხედროებმა სამოქალაქო ავტომობილი ჩაცხრილეს. მასში ორი უფროსი და სამი ბავშვი იმყოფებოდა, მათგან ერთი – ახალშობილი. ქალი, რომელიც თავის არეში დაჭრეს, გარდაიცვალა”, – წერს ჟივიცკი.

იტვირთბა....