ახალი ამბები მსოფლიო

ოდესის თავზე უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ოდესის თავზე უკრაინულმა ძალებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის უკრაინული მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად, სუ-30-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ასევე, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო აფეთქებები, რომლებიც ქალაქში გაისმა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ხმები იყო.

“ჩვენმა სამხედრო ძალებმა ოდესის გარეუბანში მტრის თვითმფრინავი ჩამოაგდეს” – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო ცნობებით, კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ მოლაპარაკებაზე უარი თქვა.

ოფიციალური კიევი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

იტვირთბა....