ახალი ამბები მსოფლიო სამხდრო

არსებობს იმედი, რომ კუნძულ ზმეინის უკრაინელი გმირები ცოცხლები არიან – უკრაინული მედია

არსებობს იმედი, რომ კუნძულ ზმეინის უკრაინელი გმირები ცოცხლები არიან, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“იმედი არსებობს, რომ გველების კუნძულის უკრაინელი დამცველები ცოცხლები არიან…სრულიად უკრაინას იმედი მიეცა რომ ყველა დამცველი ცოცხალია.

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ სევასტოპოლში, კუნძულზე მყოფი უკრაინელი სამხედროების ჩამოსვლის შესახებ რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას.

როგორც ცნობილია, მათი გარდაცვლების ამბავი მას შემდეგ გავრცელდა, რაც კავშირი გაწყდა.

ახალი ინფორმაციით, სამხედროები ყირიმში გადაიყვანეს. ამავდროულად, ეს შეიძლება იყოს ინფორმაცია, რომელსაც რუსეთი იყენებს იმის საჩვენებლად, რომ უკრაინელი დამცველები დანებდნენ.

ამჟამად, მათი სავარაუდო ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად მუშაობს, ჩვენი ჯარისკაცების იდენტიფიცირებაზე – მივყვებით ინფორმაციას, რაც გავრცელებულია ღია ქსელებში.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბიჭები სახლში მალე დაბრუნდებიან, თავდასხმის დროს მიღებული ინფორმაცია კი არ დადასტურდება.
დიდება უკრაინელ მცველებს!!!”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ   —-   რუსებმა უკრაინელ სამხედროებს ორჯერ გაუმეორეს: “მე რუსული სამხედრო ხომალდი ვარ. გთავაზობთ დაყაროთ იარაღი და დაგვნებდეთ სისხლისღვრისა და გაუმართლებელი მსხვერპლის ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგბომბავთ!”, რაზეც უკრაინელებმა უპასუხეს: “რუსულო საომარო ხომალდო, იდი ნა*უი!”.
იტვირთბა....