შემიძლია, ეს მიმართვა კარგი ახალი ამბით დავიწყო: ჩვენ გავუძელით და მტრის თავდასხმებს წარმატებით ვიგერიებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, კიევსა და სხვა ქალაქებს უკრაინული არმია აკონტროლებს.
“ჩვენი ქვეყნის ბევრ ტერიტორიაზე შეტაკებები ისევ გრძელდება, თუმცა, ყველამ ვიცით, რომ სამშობლოს, მიწას და ჩვენის შვილების მომავალს ვიცავთ. კიევი და სხვა სტრატეგიული ადგილები ჩვენი ჯარისკაცების კონტროლ ქვეშ არის. ოკუპანტებს უკრაინის ცენტრის აღება და თავიანი მარიონეტების დასმა სურდათ, ისევე, როგორც ეს დონეცკსა და ლუგანსკში გააკეთეს. ჩვენ მათ უკან დავახევინეთ და ვერც ერთ წერტილში გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. მტერმა კიევისთვის ბრძოლაში ყველაფერი გამოიყენა, მათ შორის ჭურვები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, დივერსანტები, დესანტები და უპილოტო საფრები აპარატები. ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებას ცდილობენ. მათ ლაჩრული სტრატეგია აქვთ. დასახლებული პუნქტის არტილერიით და ჭურვებით დაბომბვა საკმარისი მტკიცებულება არის იმისთვის რომ, მსოფლიომ ჩვენთან ერთად ეს აგრესია შეაჩეროს. უკრაინელმა ხალხმა უკვე დაიმსახურა და უფლება აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მტკიცე დადასტურება.”, – განაცხადა პრეზიდენტმა.