რუსეთის საელჩოსთან ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „სპუტნიკნიუსი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან და აფეთქების სამიზნეც რუსეთის საელჩო არ ყოფილა.
მეხანძრეებმა საელჩოსთან გაჩენილი ცეცხლი ჩააქრეს.