ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

გაციების პიკი თებერვალში: “მენეჯერებს მოვუწოდებ, რომ გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე განაცხადა:

“ეპიდემია ახლა ამ ვირუსის არ არის. ყველა გრიპი არის H1N1 ტიპის, მოხლოდ ერთია H3. ყველას მოვუწოდებ , რომ მიიღონ ანტივირუსული წამლები და არა ანტიბიოტიკები. ეპიდემია შეიძლება მაშინ იყოს, როდესაც 100 000 კაცზე 500-600 დაავადებული გვყავს. ახლა ეს ნიშნული არ არის. გაციების პიკი თებერვლის ბოლოსკენ იქნება. მენეჯერებს მოვუწოდებ, რომ გაციებული თანამშრომლები სამსახურში არ დაუშვან და გამოჯამრთელებამდე გაათავისუფლონ“.

შეგახსენებთ, რომ H1N1 ტიპის ვირუსით საქართველოში უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა.

 

იტვირთბა....