ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინელებმა კადიროველების პირველი პარტია “დაადუღეს” – ბატიაშვილი

უკრაინელებმა კადიროველების პირველი პარტია დაადუღეს, – აღნიშნულის შესახებ ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, გასაგები მიზეზების გამო სრულ კადრებს არ ავრცელებს.

“უკრაინელებმა კადიროველების პირველი პარტია დაადუღეს.
გასაგები მიზეზების გამო სრულ კადრებს, სადაც გვამები და აფეთქებული ტექნიკა ერთმანეთშია აზელილი, არ ვდებ”, – წერს ბატიაშვილი.

ცნობისთვის, რამზან კადიროვის არაოფიციალური ინსტაგრამის სთორიში კადრები გავრცელდა, რომელიც ირიბად ადასტურებდა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ მან ჩეჩენი მეომრები უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გაგზავნა.

ჩეჩნეთის ლიდერის განმარტებით, ისინი მოხალისეებს წარმოადგენენ, რომლებიც “ნებისმიერ მომენტში მზად არიან სახელმწიფოს დასაცავად”.

“ჩვენ იმას ვაჩვენებთ, რომ პატრიოტები ვართ და მზად ვართ ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ჩვენ მათ (უკრაინელებს) მოვუწოდებთ, ნებაყოფლობით ჩაგვბარდნენ”.

შეგახსენებთ, რუსეთი უკვე მეორე დღეა უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.

იტვირთბა....