[su_quote]ყველაფერი კარგად იქნება! დროა ყველამ იარაღს აიღოს. დიდება უკრაინას!!! არც ერთი ოკუპანტი არ უნდა წავიდეს სახლში ცოცხალი![/su_quote]
აღნიშნულის შესახებ, უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ლეგიონის ყველა ჯარისკაცი ცოცხალია და მედგრად იცავენ უკრაინას რუსი ოკუპანტის შემოტევისგან.
შეგახსენებთ, რომ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა – მოსახლეობას სთხოვენ სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსულმა დივერსიულმა ძალებმა კიევში შეაღწიეს.
ამასთან, რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ზონის დაკავების შემდეგ, რადიაციის დონემ იმატა.