ახალი ამბები მსოფლიო

(ვიდეო) უკრაინულმა არმიამ ხერსონის ოლქში რუსეთის 58-ე სამხედრო კოლონა გაანადგურა

უკრაინული არმიამ ხერსონის ოლქში რუსეთის 58-ე არმიის სამხედრო კოლონა გაანადგურა, – შესაბამისი ვიდეომასალა უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

პარასკევს, 25 თებერვალს, უკრაინელმა სამხედროებმა დაამარცხეს რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა, რომელიც ოკუპირებული ყირიმიდან კიევისკენ მიიწევდა.

„ჩვენებმა ბოლშიე კოპანიში, ხერსონის რეგიონში, დაბომბეს რუსული ტექნიკის კოლონა, რომელიც ყირიმიდან კიევისკენ მიიწევდა“, – წერს მემაგრამი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა – მოსახლეობას სთხოვენ სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსულმა დივერსიულმა ძალებმა კიევში შეაღწიეს.

ამასთან, რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ზონის დაკავების შემდეგ, რადიაციის დონემ იმატა.

იტვირთბა....