ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთი უკრაინაში მოკვდება – ქართული ლეგიონის მეთაური

რუსეთი უკრაინაში მოკვდება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლეგიონის ყველა ჯარისკაცი ცოცხალია და მედგრად იცავენ უკრაინას რუსი ოკუპანტის შემოტევისგან.

შეგახსენებთ, რომ კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა – მოსახლეობას სთხოვენ სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსულმა დივერსიულმა ძალებმა კიევში შეაღწიეს.

ამასთან, რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ზონის დაკავების შემდეგ, რადიაციის დონემ იმატა.

 

იტვირთბა....