ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

რადას დეპუტატი ღარიბაშვილს: ომი რომ დასრულდება, შეგიძლია, მერეც არ ჩამოხვიდე კიევში

[su_quote]საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. რა, სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ამბობს, რომ სანქციების მიღება მის ქვეყანას უფრო დიდ ზიანს მოუტანს. პარლამენტშიც კი არ აპირებენ ამ საკითხის განსახილველად შეკრებას.
მაგრამ ყველაზე მეტად, უბრალო შეკითხვაზე არსებული რეაქცია მაკვირვებს – აპირებს თუ არა ღარიბაშვილი სოლიდარობის ნიშნად კიევში ჩამოსვლას? პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახლა უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია. არაფერია, ირაკლი, როცა ომი დასრულდება და ჩვენს თავზე სამხედროს ნაცვლად სამგზავრო თვითმფრინავები დაიწყებენ ფრენას, შეგიძლია, მერეც არ ჩამოხვიდე. ქართველო ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი თბილისში, როცა 2008 წელს თბილისისკენ რუსული ტანკები მოემართებოდნენ? ამის მოთმენას აპირებთ, თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?[/su_quote]
ასე გამოეხმაურა უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდეს.
იტვირთბა....