ახალი ამბები მთავარი

ავტოავარიამ ქარელში 6 წლის ბავშვი იმსხვერპლა

 

ქარელის გადასახვევთან წუხელ ღამით ავარია მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედაგადაც ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 წლის გოგონა გარდაიცვალა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მანქანაში 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც გონზე დღეს მოვიდა და მას ოპერაცია გაუკეთეს.

„რაც შეეხება 6 წლის გოგონას ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა“- ამბობენ შსს-ში.

გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....