ლევან ბერძენიშვილის განცხადებამ, საქართველოში გაუთხოვარი ქალების პრობლემის შესახებ, დეპუტატს სოციალურ ქსელში პრობლემები შეუქმნა. ნინია კაკაბაძემ ბერძენიშვილს კითხვით მიმართა: „ბატონო ლევან, რაღაც ვერ გაგიგეს რა თქვით და დაამახინჯეს თქვენი მოსაზრება? თუ ასე თვლით მართლა?” – რაზეც რესპუბლიკური პარტიის წევრმა უპასუხა : „გულწრფელად გიპასუხებთ: ვიხუმრე და იქ მყოფებმა ძალიან კარგად გაიგეს; მოკლედ, პრობლემა იყო ბრჭყალებში, აი, ასე: „პრობლემა“ და მერე მისი გადაწყვეტის სახუმარო გზები. სტაჟიორებთან შეხვედრაზე გოგონები იყვნენ ძირითადად და მოვეფერე. მომავალში ხუმრობის თქმის წინ აუცილებლად ავწევ ტრაფარეტს: „ფრთხილად, ხუმრობაა““.
ლევან ბერძენიშვილის ფეისბუქ მეგობრებმა მისი ეს განმარტება არადამაჯერებად მიიღეს:
„მახინჯ, არასწორ სტერეოტიპებს რომ ამკვიდრებს/ამყარებს, გინდაც ხუმრობით (ბევრს ესმის ჩვენში ხუმრობა, მითუმეტეს ამ თემაზე და მითუმეტეს პარლამენტარისგან?), არაუშავს? აწი განგვისაზღვრეთ ხოლმე, რაზეა “პანიკა ასაწევი” და რაზე არა „
„შედარება-შეფასება-პარალელი ხუმრობის ელფერს უკარგავს ნათქვამს და იქნებ წამოსროლილი სიმართლეა? “ბუსუსებიანი პრეზერვატივიც ” ხომ ხუმრობა იყო?! იქნებ, წლების წინ სტუდენტების დამუნათებაც: პირველი და მეორე თურმეობითი ვერ გაგირჩევიათ და რა საგანძურის დამცველები იქნებითო?! :))) მხოლოდ ლიტერატურას რომ დაყაბულდეს, კარგი იქნება -ეს შესანიშნავად იცის.“