რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინამ რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდეს. მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და მის ტერიტორიაზე იარაღის განლაგებაზე უარს იტყვის.
“პრეზიდენტმა თავისი ხედვა ჩამოაყალიბა იმის შესახებ, თუ რას ველოდებოდით უკრაინისგან საიმისოდ, რომ კონცეპტუალური წითელხაზოვანი პრობლემები გადაჭრილიყო. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ნეიტრალურ სტატუსს გამოახადებს, თუ უარს იტყვის იარაღის განლაგებაზე”, – განაცხადა პესკოვმა.