ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსული ძალები შესაძლოა, კიევის სამთავრობო კვარტალში შეიჭრან

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პადალიაკი ინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შესაძლებლობა, რუსული ჯარები კიევში, სამთავრობო კვარტალში შეიჭრან.

“ახლა გოსტომელში გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობს და შესაძლებელია სამთავრობო კვარტალში შეჭრის მცდელობაც”, – განაცხადა პადალიაკმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, რუსეთს ორი ტაქტიკური მიზანი აქვს – პირველი, ეს არის აღმოსავლეთით ტერიტორიების ნაწილის აღება, ხარკოვის და სუმის ჩათვლით და ასევე, უკრაინის სამხრეთ ტერიტორიების ნაწილის დაუფლება. კიდევ ერთი მიზანი კი ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის მაქსიმალურად დიდი ზიანის მიყენებაა.

“ის ამით პროვოცირებას უწევს არეულობას და სურს, შეუძლებელი გახადოს ქვეყნის მართვა. ეს მისი საკვანძო ამოცანაა”, – ამბობს მიხაილ პადალიაკი.

 

იტვირთბა....