ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS-ის მებრძოლებმა ქრისტიანული ტაძარი გაანადგურეს

ტერორისტული დაჯგუფების – „ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერაყის უძველესი ქრისტიანული მონასტერი გაანადგურეს. ინფორმაციას „ასოშიეიტედ პრესი” თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს. წმინდა ილიას მონასტერი ერაყის ჩრდილოეთში, სირიის საზღვარზე მდებარეობს. მონასტერი 595 წელს ასურელმა ბერმა – ილიამ დააფუძნა. 1743 წელს ირანის მმართველმა – ნადირ-შაჰმა ასურელ ბერებს წმინდა ილიას მონასტრის დატოვება ან ისლამის მიღება მოსთხოვა. დაახლოებით 30 ბერი, რომელმაც პირობების შესრულებაზე უარი თქვა, შაჰის ბრძანებით მოკლეს.

საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები ილიას მონასტერში სალოცავად მიდიოდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს ამ მონასტერს იყენებდნენ, როგორც დევნილების თავშესაფარს. ილიას მონასტერი ერაყის ომის დროს ნაწილობრივ დაინგრა. 1970-იანი წლების ბოლოს, მონასტერთან ერაყის რესპუბლიკური გვარდიის სამხედრო ბაზა განათავსეს. ამის შემდეგ ილიას მონასტრის მონახულება შეუძლებელი გახდა. 2003 წელს, ერაყში ამერიკული ჯარის შესვლის შემდეგ, მონასტრისა და ბაზის ტერიტორია აშშ-ის საჰაერო-სადესანტო დივიზიამ დაიკავა.

წყარო:PolitCommersant

იტვირთბა....