ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

სააკაშვილი: გადამიყვანეთ კიევში და პატიოსან სიტყვას გაძლევთ, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში

[su_quote]სამკურნალოდ გადამიყვანეთ კიევში და როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, გაძლევთ ჩემს პატიოსან სიტყვას – თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, პირველივე გამოძახებაზე ჩამოვალ თბილისში, რა თქმა უნდა, თუ ცოცხალი დავრჩი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ ხდება. ჩემს სიტყვას არასდროს არ ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი მაშინ, როცა ვიცოდი, ეს რითი დასრულდებოდა. თუ თქვენ დათანხმდებით ამ წინადადებას, მე მოვუწოდებ ჩემს ყველა მომხრეს საპროტესტო აქტიურობის შეწყვეტისკენ, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან დაკავშირებულის და ავიღებ ვალდებულებას, ოღონდ ჩემი საზღვარგარეთ ყოფნის დროს, არ ჩავერიო ქართულ პოლიტიკაში რაიმე ფორმით[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმის სასამართლო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იტვირთბა....