ახალი ამბები მსოფლიო

ზელენსკიმ რუსი ოკუპანტებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების ბრძანება გასცა – უკრაინის არმიის მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხო ცეცხლის და დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების ბრძანება გასცა.

“ეროვნული თავდაცვის ძალებმა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის შესაბამისად იყენებენ თავდაცვის უფლებას და ღირსეულად ეწინააღმდეგებიან მტრის მიერ სახელმწიფო საზღვრის გარღვევის მცდელობებს. სიტუაცია კონტროლქვეშაა.

რუსული სამხედრო ნაწილები დანაკარგებს განიცდიან.
გაერთიანებული ძალების მოქმედების ზონაში ჩამოგდებულია რუსეთის საჰაერო ძალების 5 თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, დაზიანებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 2 ტანკი, განადგურებულია რამდენიმე სატვირთო მანქანა.

მთავარსარდალმა დამპყრობლებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენების ბრძანება გასცა. უკრაინის დამცველებს შორის დანაკარგები არ არის”, – ნათქვამია ზალუჟნის განცხადებაში.

08.36 საათის მონაცემებით, ოდესის ოლქში ქალაქ პოდილსკში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.

უკრაინაში სამხედრო ნაწილები ბელარუსის მხრიდან შედიან – კიევში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალის ხმა ისმის, რომელიც მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლის და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.  ბოლო ცნობებით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში 2 სოფელი აიღეს – ააფეთქეს სატელევიზიო ანძა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.

იტვირთბა....