08.36 საათის მონაცემებით, ოდესის ოლქში ქალაქ პოდილსკში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
ოფიციალური უწყებების ცნობით, მარიუპოლში დაღუპულია 1 და დაჭრილია – 2.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინას ფართომასშტაბიანი ომი გამოუცხადა და ქალაქების დაბომბვა აქტიურად დაიწყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში, სამხედრო მოქმედებების ზონაში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.