ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

H1 N1-ის სიმპტომებით შუა ხნის მამაკაცმა ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, გარდაცვალების მიზეზი კი გრიპი და თანდართული ქრონიკული დაავადება გახდა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრშიც.

როგორც ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს: “როდესაც ათეულობით ადამიანი ავად ხდება, ვიღაცას დაუმძიმდება. დღეისათვის დაფიქსირებული გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა. ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა თანმხლებ მძიმე დაავადებებთან.“

იტვირთბა....