ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში ჯორჯ კლუნის ცოლი დაიცავს

 

ცნობილი ადვოკატი, ამალ კლუნი მზად არის დაიცვას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვის ინტერესები ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. ამალ კლუნი არის ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯორჯ კლუნის, მეუღლე და სპეციალიზებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე. ბოლო წლებში ის მუშაობდა გახმაურებულ საქმეებზე, მაგალითად ეგვიპტესა და სომხეთში – იცავდა პატიმრებს, რომელთა სამართლებრივ დევნასაც უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ხადიჯა ისმაილოვას აზერბაიჯანში შარშან მიუსაჯეს 7,5 წლით პატიმრობა, რასაც უფლებადამცველები მიიჩნევენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებზე გამოქვეყნებული მასალებისათვის.

იტვირთბა....