ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, ბაქა ხანის უნივერსიტეტში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების შედეგად ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ცნობილი ისიც არ არის გარდაცვლილებს შორის რამდენია თავდამსხმელი და რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე, მაგრამ იმას დანამდვილებით ადასტურებენ, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არიან გარდაცვლილები და ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....