გაზეთ The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-მ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააფრთხილა, რომ რუსეთს შედგენილი აქვს სიები, რომელთა მიხედვითაც, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კონკრეტული ადამიანების მოკვლას ან ბანაკში გაგზავნას აპირებენ. როგორც გამოცემა წერს, ჩამონათვალში შედიან უკარაინაში მცხოვრები რუსი და ბელარუსი ოპოზიციონერები, ჟურნალისტები, ანტიკორუფციული აქტივისტები და ასევე, “მოსახლეობის დაუცველი ჯგუფები”, რომლებშიც ლგბტქ+ თემის და ასევე, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მოიაზრებიან.
ამის შესახებ ასევე წერს The Washington Post. ორივე მედიასაშუალება გაეროში აშშ-ს ელჩის, ბათშება ნელ კროკერის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრისთვის, მიშელ ბაჩელეტისთვის გაგზავნილ წერილს ეყრდნობა. გამოცემის მტკიცებით, წერილის ავთენტურობას სამი ამერიკელი თანამდებობის პირი ადასტურებს.
ამერიკული მედიის ცნობით, რუსულ ძალებს ადამიანთა უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევა აქვთ დაგეგმილი, მათ შორის, წამება, დაუსაბუთებელი დაკავევები და მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება.
“ჩვენ ასევე ვფლობთ სანდო ინფორმაციას, რომ რუსი მებრძოლები, სავარაუდოდ, მომაკვდინებელ ძალას გამოიყენებენ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დასაშლელად”, – წერს NYT.
მანამდე, მსგავსი სიაების მზადების შესახებ ინფორმაცია ჟურნალმა Foreign Policy გაავრცელა. გამოცემის წყაროს მიხედვით, აშშ შეგნებულად ასაიდუმლოებდა ამ ინფორმაციას, რომ ის გაეზიარებინა “უკრაინული მხარისთვის ან მათთვის, ვინც დახმარებას შეძლებდა”.