ახალი ამბები პოლიტიკა

სააკაშვილს ვუთხარით, რომ რუსეთი მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცდებოდა და ეს არ დაეშვა – კონდოლიზა რაისი 2008 წლის ომზე

მიხეილ სააკაშვილს ვუთხარით, რომ რუსეთი მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცდებოდა და ეს არ დაეშვა, – აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი “სიენენთან” ინტერვიუში საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის დეტალებს იხსენებს.

როგორც რაისი აღნიშნავს, ლავროვმა შეხვედრის დროს მოქმედებების დასრულების ერთ-ერთ პირობად მიხეილ სააკაშვილის წასვლა დაასახელა.

“ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ტემპერატურის დაწევას ვცდილობდით. მიხეილ სააკაშვილს ვუთხარით, რომ რუსეთი მის პროვოკაციაზე წამოგებას შეეცდებოდა და ეს არ დაეშვა. ფაქტია, რომ რუსეთმა პროვოცირება მოახდინა, ომი დაიწყო, შემდეგ რა მოხდა, აშშ მძიმე პოზიციაში აღმოჩნდა, საქართველოს გამო რუსეთთან ომს ვერ დავიწყებდით, თუმცა ქართულ არმიას გაძლიერებაში ვეხმარებოდით, გავმართეთ სამხედრო წვრთნები და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირება მოვახდინეთ. ომის დროს სერგეი ლავროვს ვესაუბრე და მოქმედებების დასრულების სამი პირობა დამისახელა, პირველი ის იყო, რომ საქართველოს უკან უნდა დაეხია, მეორე, სამხედროები უნდა გაეყვანა და მესამე, ჩვენ შორის დარჩეს და სააკაშვილი უნდა წავიდესო.

ომის შემდეგ ჩვენ სანქციებიც დავაწესეთ და საქართველოს სერიოზული ფინანსური დახმარება გავუწიეთ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო”, – აცხადებს კონდოლიზა რაისი. (თარგმანი “მთავარი არხი”)

ცნობისთვის, ოკუპირებულ დონბასში რუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს. დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსეთმა აზოვის ზღვა და საჰაერო სივრცის ნაწილი ჩაკეტა.

ქართველი სამხედრო უკრაინაში, ვანო ნადირაძე “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ ინტენსიური დაბობმვა მიმდინარეობს, რის შედეგადაც 2 სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

 

იტვირთბა....