ახალი ამბები მსოფლიო

რუსეთმა აზოვის ზღვა და საჰაერო სივრცის ნაწილი ჩაკეტა

როგორც მედია იუწყება,  გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესკალაციას უკავშირდება.

გამოცემის თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა შეტყობინება – ფრენების განხორციელების წესებში ცვლილებებისა და საავიაციო ინფორმაციის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა 21 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს. რუსული მხარის მხრიდან მიზეზი არ სახელდება.

ამავე დროს, გამოცემა იუწყება, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს უკრაინელი სამხედროების რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან და დონეცკისა/ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტის ხაზზე კონცენტრაციას.

ცნობისთვის, ოკუპირებულ დონბასში რუსმა სეპარატისტებმა ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს. დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო.

ქართველი სამხედრო უკრაინაში, ვანო ნადირაძე “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, რომ ინტენსიური დაბობმვა მიმდინარეობს, რის შედეგადაც 2 სამხედრო დაიღუპა, 5 კი დაიჭრა.

 

იტვირთბა....