ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

დაუშვებელი იყო იმ საზიზღარი ვიდეოჩანაწერის გაშვება – მინდიაშვილი მღვდლებს შორის ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე

დაუშვებელი იყო იმ საზიზღარი ვიდეოჩანაწერის გაშვება, – ასე ეხმაურება თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი მედიაში იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელებას, რომელშიც სასულიერო პირებს შორის სასტიკი ფიზიკური ძალადობაა ასახული.

როგორც მინდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ადამიანი, რომელზეც ძალადობენ ამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ დიდი საფრთხის წინაშეა.

“დაუშვებელი იყო იმ საზიზღარი ვიდეოჩანაწერის გაშვება და გამოდება სახის დაუფარავად და შესაბამისი მითითებების გარეშე – დაფიქრდით, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ეს საცოდავი ადამიანი, რამდენად დიდი საფრთხის წინაშეა ამის შემდეგ”, – წერს მინდიაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ მედიაში სასულიერო პირებს შორის სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი კადრები გავრცელდა.

როგორც ირკვევა, სასტიკად ნაცემია მამა როინ მუმლაძე. მას თავს შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი დაესხა. აგინა და  ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

შავი ბერი ამ ყველაფერს  მობილური ტელეფონით აღებინებდა. უმძიმეს კადრებში ისმის ისიც, რატომ მოუწყვეს  მღვდელს სისხლიანი ანგარიშსწორება.

ირკვევა, რომ მანამდე მამა როინს თავს  მამა შალვა კეკელია დაესხა რის გამოც, მღვდელმა გავლენიან სასულიერო პირს  უჩივლა.

მამა შალვა კეკელია მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ძალადობასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ვიდეოჩანაწერში მისი სახელის ხსენება არ ნიშნავს იმას, რომ სასტიკი ანგარიშსწორება მისი დაკვეთით მოხდა.

იტვირთბა....