aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მამა შალვა კეკელია: ბერმა სცემა ბერი, მე რა შუაში ვარ

aviabiletebi
ავიაბილეთები

მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც შავი ბერის, ილარიონ გიგოლაშვილის მხრიდან მამა როინ მუმლაძის მიმართ სასტიკი ანგარიშწორებაა ასახული. ვიდეოში ისმის, როგორ სთხოვს პასუხს ის მამა როინ მუმლაძეს იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა მამა შალვა კეკელიას პოლიციაში უჩივლა.

“ვიღაცა ბერმა სცემა ვიღაცა ბერი და მამა შალვა კეკელიაზე საუბარი რა შუაშია. ერთი მოექცა მეორეს ცუდად და მამა შალვა კეკელია რა შუაშია? რას ნიშნავს ადამიანი მივაგზავნე? თან ბერი მივუგზავნე ბერს საცემად?”, – განუცხადა მამა შალვა კეკელიამ TV პირველს.

მამა შალვა კეკელია ადასტურებს, რომ 2019 წელს მამა როინ მუმლაძის საჩივრის საფუძველზე პოლიციაში დაკითხვაზე მართლაც იმყოფებოდა. მისი განმარტებით, მას მამა როინ მუმლაძემ მუქარისთვის უჩივლა.

“პოლიციაში ვიყავი, დამკითხეს, მე ჩვენება მივეცი და ვთქვი, რომ დიახაც, მე მას დავემუქრე, იმით კი არა, რომ მოვკლავდი, ან ვცემდი, უბრალოდ, ვუთხარი, რომ არ მივცემდი იმის გასაქანს, რომ ასე მოქცეულიყო. ვუთხარი, რომ პოლიციას გამოვიძახებ და შენ ამის გამო დაგიჭერენ-მეთქი. მაშინ მუქარის გამო მიჩივლა”, – ამბობს მამა შალვა კეკელია.

მისი მტკიცებით, მამა როინ მუმლაძე საეკლესიო ცოდვაში იყო მხილებული, რის გამოც, ის საპატრიარქოში, მამა შიოსთან მიიყვანა. ამის შემდეგ, მისი მტკიცებით, მამა როინ მუმლაძეს თბილისში საეკლესიო შესამოსელით გამოჩენა აუკრძალეს. მამა შალვა კეკელიას თქმით, მისი მხრიდან მუქარა იმას მოჰყვა, რომ მამა როინ მუმლაძე ამ აკრძალვის მიუხედავად, თბილისში, ერთ-ერთ ეკლესიასთან დაინახა.

ცნობისთვის, სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, როგორ ეკითხება ილარიონ გიგოლაშვილი მამა როინს, რატომ უჩივლა მამა შალვა კეკელიას პოლიციაში. ეს უკანასკნელი კი პასუხობს – “იმიტომ, რომ მომივარდა”.

სასტიკი გარჩევა თავად ილარიონ გიგოლაშვილის მითითებით არის ტელეფონზე ჩაწერილი. ამას მოწობს ის, რომ ვიდეოში ილარიონ გიგოლაშვილი უცნობ პირს ეკითხება, ხომ ნამდვილად ახორციელებს ის ყველაფრის ჩაწერას.

 

 

 

იტვირთბა....