საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში გუშინ საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების უკანონოდ გაბმა განაახლეს. მათ არსებული ღობის გასწვრივ ახალი მავთულხლართების დამონტაჟება დაიწყეს. ინფორმაციას “ფორმულა“ავრცელებს.
ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ძალები სოფელი მერეთის მიმდებარედ ინტენსიურად გადაადგილდებიან. გუშინ კი ადგილზე სპეცტექნიკა მიიყვანეს, არსებული ღობის გასწვრივ ბოძები დაამონტაჟეს და ახალი მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.