ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

დიდუბეში პირმა 3 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1994 წელს დაბადებული თ.ბ. ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს თბილისში, მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ, მისთვის უცნობ მამაკაცებთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის ნიადაგზეც თ.ბ.-მ 3 პირს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.ბ. დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....