ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა ჩვენს მეგობარ ქვეყნებს – სახელებს არ ჩამოვთვლი, არ მინდა სხვებს შერცხვეთ

[su_quote]მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფოს, ვინც უკრაინას მხარი დაუჭირა სიტყვებით, დეკლარაციებით და კონკრეტული დახმარებით. ვინც დღეს ჩვენს გვერდითაა, სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის მხარეზეა. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, არ მინდა სხვა ქვეყნებს შერცხვეთ, მაგრამ ეს მათი საქმეა, მათი კარმაა და მათ სინდისზეა. თუმცა, არ ვიცი დღეს უკრაინაში დაღუპული და სამ დაშავებულ ჯარისკაცს როგორ აუხსნიან თავიანთ ქმედებას.

რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან. ერთი 10 წლისაა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის. დღეს, დილის 6 საათზე მათ მამა დაკარგეს, როდესაც უკრაინელი ოფიცერი, ანტონ სიდოროვი დაიღუპა მინსკის შეთანხმებით აკრძალული ჭურვის ჩამოგდების შედეგად[/su_quote]

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას. წყარო: ტაბულა.

იტვირთბა....