ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ზელენსკი: თუ ნატო-ს ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, იყავით გულწრფელი

[su_quote]რვა წლის წინ უკრაინელებმა არჩევანი გააკეთეს, ბევრმა სიცოცხლე გაწირა ამისთვის. რვა წლის შემდეგ უკრაინა მუდმივად უნდა ითხოვდეს ევროპული პერსპექტივის აღიარებას? 2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? არ უნდა თქვას ევროკავშირმა დღეს: „ჩვენი მოქალაქეები დადებითად უყურებენ უკრაინის კავშირში გაწევრიანებას?” რატომ ვერიდებით ამ კითხვას? უკრაინა არ იმსახურებს პირდაპირ და გულწრფელ პასუხებს? ჩვენ დავიცავით ჩვენი მიწა 16 თებერვალს, დავიცავთ პირველ მარტსა და 31 დეკემბერს. ჩვენ სხვა თარიღები უფრო გვჭირდება. ეს ნატო-საც ეხება. გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, აუტსაიდერებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში[/su_quote]

ამის შესახებ ზელენსკიმ განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

იტვირთბა....