საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემა “ახალი კვირის” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
”
გადაცემა „ახალი კვირა“ ოთხი წელია, პირველი არხის ეთერშია. ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ყოველთვის პრობლემურ და აქტუალურ თემებს ეხებოდა, ჩვენთვის პრიორიტეტი ხალხის პრობლემების ობიექტურად გაშუქება და საზოგადოების ინტერესების დაცვაა.
„ახალი კვირის“ გუნდისთვის ღირსების საკითხია, ობიექტურად და მიუკერძოებლად გავაშუქოთ ნებისმიერი თემა, რაზეც ჩვენი რეპორტაჟები ნათლად მეტყველებს.
გადაცემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ „ახალი კვირის“ გუნდი 2018 წლიდან პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით მუშაობს – დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში.
შესაბამისად, გავრცელებულ მოსაზრებას გადაცემაში ცენზურის არსებობის შესახებ, უარვყოფთ.
თამარ გოგესაშვილი
თამარ ოდიშარია
ნინუცა კახნიაური
ბელა ზაქაიძე
ანა ნოდია
ნატა ტაბიძე
ოთარ გიორგაძე
ანუკი მასხარაშვილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
გადაცემა “ახალი კვირა” დაიხურა. მისმა ყოფილმა წამყვანმა იმედა დარსალიამ განაცხადა, რომ იბლოკებოდა თემები და გარკვეული პერიოდი გადაცემიდან პოლიტიკის მიმართულება მთლიანად იყო ამოღებული.