“ამას პირველად ვამბობ, საზოგადოებრივ მაუწყებელში იყო შავი სიები…”, – ამის შესახებ “ახალი კვირის” ყოფილი წამყვანი იმედა დარსალია ამბობს.
მისივე თქმით, იბლოკებოდა თემები და გარკვეული პერიოდი გადაცემიდან პოლიტიკის მიმართულება მთლიანად იყო ამოღებული.
“გადაცემას განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ჰქონდა ცენზურასთან სერიოზული პრობლემა. პოლიტიკა ოფიციალურად იყო აკრძალული. თუმცა არხის დირექტორის ჩარევის შემდეგ პოლიტიკა დაბრუნდა და ეს იყო მცირე, მაგრამ კარგი პერიოდი “ახალი კვირის” გუნდისთვის. შემდეგ ისევ ის დაბრუნდა – ცენზურა” – ამბობს დარსალია “TV პირველის” ეთერში.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა “ახალი კვირა” დაიხურა.