“ვაქცინა ეფექტურია და ამას მეცნიერული ფაქტები და მტკიცებულებები ცხადყოფენ!
საქართველოში დღემდე 2 მილიონზე მეტი აცრაა ჩატარებული და აქედან სრულად ვაქცინირებულთა დაცულობა საგრძნობლად მაღალი იყო.
შენ, ვინც ამ პოსტს კითხულობ და ფიქრობ, რომ ეს შენ არ გეხება… ცდები, რადგან ეს ჩვენ ყველას გვეხება, დღეს ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლის დაცვა ყველაზე პრიორიტეტულია.
ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური საშუალებაა დავიცვათ საკუთარი ჯანმრთელობა, რადგან:
10.5-ჯერ ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს;
17-ჯერ ამცირებს ინტენსიური მოვლის ან რეანიმაციის რისკს;
28-ჯერ ამცირებს სიკვდილის რისკს.
ბუსტერი კი საგრძნობლად ზრდის დაცულობას ომიკრონთან მიმართებაში!
შენ ყველა არგუმენტი გაქვს, რომ მიიღო საკუთარი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აიცრა, გაიკეთო ბუსტერი და ამით დაიცვა საკუთარი და გარშემომყოფთა სიცოცხლე!
მონაცემები ასახავს 2021 წლის 15 მარტი-31 დეკემბრის პერიოდს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.