ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„თეგეტას“ ახალი სიტყვა სარკინიგზო გადაზიდვებში

პანდემია ახალი დაწყებული იყო და ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებს ეძებდა, როდესაც ქალაქ სიანიდან ბლოკმატარებელი დაიძრა. ჩინეთიდანსაქართველოში ბლოკმატარებლის ინტერკონტინენტურისარკინიგზო გადაზიდვა პირველად თეგეტამგანახორციელა, მარშრუტით: სიანი-თბილისი.

სკეპტიკოსების არასასრველი პროგნოზების მიუხედავად, 21 დღეში ტვირთი თბილისში ჩამოვიდა.

თეგეტა ჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულების კომერციული დირექტორი, თორნიკე ჩახვაშვილი 2022-ის გეგმებზე საუბრის დაწყებამდე, 2 წლის წინანდელ მარშრუტს სიამაყით იხსენებს და ამბობს, რომ სარკინიგზო რესურსის გამოყენების იდეა გლობალური ლოგისტიკური კრიზისის ფონზე გაჩნდა.

თეგეტა ჯგუფი აღმოჩნდა პირველი ქართულიკომპანია, ვინც ჩინეთსაქართველოსდამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანიგამოიყენა და ტვირთი დანიშნულების ადგილასდათქმულ ვადებში მიიღო. მახსოვს, როგორ ველოდით დილი 4 საათზე ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემებს და როგორი ემოციური იყო ის დღე, როდესაც ჩვენი მატარებელი თბილისში შემოვიდა. მსგავსილოგისტიკური გადაწყვეტილება საქართველოსდა სრულიად კავკასიის რეგიონისთვისძირეულად ცვლის ბიზნესის შესაძლებლობებსროგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიანპერსპექტივაში, თორნიკე ჩახვაშვილი, თეგეტაჯგუფის იმპორტებისა და საერთაშორისოვაჭრობის მიმართულების კომერციულიდირექტორი.

მისივე თქმით, ამ ისტორიულმა გადაზიდვა ბევრი ახალი შესაძლებლობა გააჩინა. თორნიკე ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ ლოგისტიკურ კრიზისს წინ გაუსწრეს და 2021 წელს, შეზღუდვების მიუხედავად, სარკინიგზო გზით 200 კონტეინერამდე ტვირთი ჩამოიტანეს.

სარკინიგზო დერეფნით სატრანზიტო ვადადაახლოებით 3-ჯერ უფრო ნაკლებია. ასევე, რიგშემთხვევაში, ტარიფის 20-30%-მდე გაიაფებაშევძელით, რაც ამ პროექტს ბიზნესისთვის მეტადმომხიბვლელს ხდის.

სარკინიგზო კუთხით არსებობს ორი კონკურენტიკორიდორი, ესაა ჩრდილოეთის, ანუ რუსეთისგავლით, და ბაქოთბილისიყარსი. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ევროპისქვეყნებს ტვირთების გადაზიდვისკონკურენტული პირობები შესთავაზოს, თუმცა ესსაკითხი ფართო ჭრილში განხილვას საჭიროებს, თორნიკე ჩახვაშვილი.

სარკინიგზო გზით თეგეტა ჯგუფის მიერ გადაზიდულიტვირთი მთლიანად საქართველოს ბაზრისთვის იყოგანკუთვნილი. კომპანიაში ფიქრობენ, რომ სამომავლოშესაძლოა, დერეფან ტრანზიტული ტვირთებისგადასატანადაც გამოიყენონ. საქართველოსსატრანზიტო დერეფნის როლის გასაზრდელად კი პროცესებისა და პროცედურების გამარტივებსურვილს გამოთქვამენ.

2022 წელი ბიზნესისთვის ისევ პანდემიურია, თუმცა გარკვეული პერსპექტივები ჩანს დავიმედოვნებ, რომ დადებითი ცვლილებებიაქტიურად შეეტყობა ბაზარს. ჩვენი მოლოდინით, 2022 წელს თეგეტა ჯგუფი წინა წლის შედეგებსგააორმაგებს და შევეცდებით, რომ შიდა ბაზრისმოხმარებისთვის, სარკინიგზო დერეფნისგამოყენებით, 500 კონტეინერამდე ტვირთიგადაზიდოთ, თორნიკე ჩახვაშვილი.

„თეგეტა“, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,მუშაობ, რომ აღნიშნული გზდერეფნადგამოიყენებოდეს. საქართველოს ტერიტორიულიმდებარეობიდან გამომდინარე, „თეგეტაში“ ეს ძალიანრეალურად მიაჩნიათ და გეგმავენ მაქსიმუმი გააკეთონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით ტვირთიევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდება გახდეს შესაძლებელი.

თეგეტა მოტორსის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“  მომხმარებელს  საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ და საგარაჟე დანადგარებს მოიცავს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. ,,თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”.

სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტას“ პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში.

„თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

იტვირთბა....