“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
“ჯივიპი ხვალ, 18 თებერვალს სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3, N 322-თან სატუმბო სადგურში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც, ხვალ, 18/02/2022 10:00-დან 19/02 10:00 -მდე, წყალმომარაგება შეუწყდება:
სამგორის რაიონში:
ვარკეთილი 3, IIIა მ/რ-ის N323, 324, 329, 330, 331, 332, 335, 342,343.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.