საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს ყალბი 100-ლარიანი კუპიურები, რომლებიც შემდგომში გაასაღეს თბილისში და რუსთავში მდებარე 8 სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულების საცხოვრებელი სახლიდან დამატებით ამოღებულ იქნა 27-ცალი ყალბი 100 ლარიანი და 7-ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა, ასევე მათ დასამზადებლად განკუთვნილი კომპიუტერული ტექნიკა და შესაბამისი დამხმარე ტექნიკური საშუალებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.