ახალი ამბები პოლიტიკა

კობახიძე: ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი.

“ნახევარ წელიწადზე მეტი გაატარებინეს ქართულ საზოგადოებას იმაზე საუბარში, თუ რატომ არ უნდა შემოსულიყო ოპოზიცია პარლამენტში და მთელი დისკუსია იყო ამასთან დაკავშირებით. ახლა შემოტრიალებულია ეს ყველაფერი და საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება. ადრე ვეხვეწებოდით პარლამენტში შემოსვლას, ახლა ისინი გვეხვეწებიან, რომ არ გავუშვათ პარლამენტიდან. სინამდვილეში ხდება რა: როდესაც პარლამენტის მიერ მიიღება გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტის თაობაზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება კონკრეტული საფუძვლით. როდესაც ისინი აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას, უნდა გაიხსენონ ის, თუ ვინ აცდენდა სხდომებს, ვინ ჩადიოდა დანაშაულს, ვინ ახორციელებდა საბოტაჟს და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ შეწყვეტოდათ მანდატები”, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს, “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიასა და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

 

 

 
იტვირთბა....