ახალი ამბები კორონავირუსი

გაბუნია: პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა

ყველა პარამეტრი მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გარკვეულწილად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება.

“ამ დილით დაფიქსირდა კორონავირუსის 19 000 ახალი შემთხვევა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად, მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში, მიმდინარეობაში გადავიდა. ეს გარკვეულწილად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, ვიდრე ჩვენ გვექნება საფუძველი, ვთქვათ, რამდენად გადაილახა, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში”, – აცხადებს გაბუნია.

საქართველოში კორონავირუსის 19 049 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს კიდევ 51 პაციენტი ემსხვერპლა; გამოჯანმრთელდა 18 409 ადამიანი. 

იტვირთბა....