.
ქუთაისელებმა ბოტანიკურ ბაღში 400-წლიან ხეში ხატები შეიტანეს და სამლოცველო მოაწყეს. რუსეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ ფაქტს სიუჟეტი მიუძღვნა.
მუხა, სადაც სამლოცველო მოაწყეს 45 მეტრის სიგრძის და 4 მეტრი დიამეტრისაა და მასში თავისუფლად ეტევა 3 ადამიანი.
„ბოტანიკური ბაღის ახალი სამლოცველო არა მხოლოდ ბაღის ღირსშესანიშნაობად იქცა, არამედ ქალაქ ქუთაისისაც. ძალიან ხშირად მოდიან ქართველი თუ უცხოელი ტურისტები ხის სანახავად“. -აცხადებს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი დავით ზალკალიანი.