ახალი ამბები საზოგადოება

ღარიბაშვილს ამირან გამყრელიძის შეცვლა სურს – ჭიაბერაშვილი პრემიერის განცხადებაზე

რატომ თქვა ღარიბაშვილმა ანტივაქსერული სისულელე?
ანტივაქსერული, შავრაზმული, პრორუსული ძალებისთვის “კოჭის გაგორებით” ამის ახსნა ძალიან ზედაპირული იქნებოდა.
ღარიბაშვილს და მთავრობას აწუხებს ოფიციალური კოვიდ-სტატისტიკა, რომელსაც ვერაფერს უხერხებს მანამ, სანამ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობს. ღარიბაშვილს სურს საჯარო კონფლიქტი ამირან გამყრელიძესთან, რომ იგი შეცვალოს (ჯანდაცვის მინისტრის ხელით) და მერე გამოაქვეყნოს ის “სტატისტიკა”, რაც მოესურვება.
თქვენ შეიძლება ბევრი პრეტენზია გქონდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, მაგრამ არ უნდა აყვეთ ღარიბაშვილს, რომ ამას მიაღწიოს. ბატონ ამირანსაც, იმედი მაქვს, ნერვები ეყოფა.

 

აღნიშნული პოსტით, ანალიტიკოსი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურა ჭიაბერაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას  გამოეხმაურა,  რომელშიც პრემიერი აცხადებს, რომ ვაქცინა “ომიკრონის” უმეტეს შემთხვევაში არ მუშაობს.

იტვირთბა....