ახალი ამბები კორონავირუსი

ღარიბაშვილი: “ომიკრონის” დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამის გათვალისწინებთ გადაწყვიტეს “მწვანე ბარათის” გაუქმება.

“ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.

ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი – მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გაგრძელდება.

“მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა, მაინც დაზღვევისა და პრევენციის მიზნით, რომ განსაკუთრებით, ვინც ასაკშია და ვისაც აქვს თანმდევი, ქრონიკული სხვა დაავადებები, რომ არ გაურთულდეთ მაინც ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი სრული კონტროლის ქვეშ არის. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნა და აღარავინ ფიქრობს შეზღუდვებზე. პირიქით, ჩვენ ერთის მხრივ უნდა ვმართოთ სიტუაცია და გვქონდეს მაქსიმალური კონტროლი, მეორეს მხრივ, უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და აღდგენას”, – აცხადებს ღარიბაშვილი.

იტვირთბა....