“ამერიკის ხმა” სირიაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა სიას აქვეყნებს. ისინი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, 2013-2016 წლებში სულ საქართველოს 15 მოქალაქე დაიღუპა. ესენი არიან:
23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო, 2012)
26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი, 2013)
36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი, 2013)
24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი, 2013)
36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი, 2014)
18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)
22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)
21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)
30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი, 2014)
24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)
33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)
23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)
22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი, 2016)
24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი, 2016)
შეგახსენებთ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სირიასა და ერაყში, ISIS-ის რიგებში 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იბრძვის. მათ შორის არიან: ეთნიკური ქისტები პანკისის ხეობიდან, აჭარლები – აჭარისა და გურიის მუსლიმური თემებიდან და ეთნიკური აზერბაიჯანელები – ქვემო ქართლიდან.
აღმოსავლეთმცოდნე დიმიტრი მანჯავიძე ამბობს, რომ თუ ადამიანებს, ადგილზე, საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემათ, ტერორისტულ ორგანიზაციების შუამავლები უმუშევრები დარჩებიან.
„აქედან წასულების ბიოგრაფიებს, უმრავლესეობა რო ჩახედოთ, ეს არის ხალხი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან დიდი პრობლემები საკუთარი თავის რეალიზაციის, იმ პირობებში, რომლებშიც დღეს არიან. ამას დაერთო ეთნიკური მომენტი ძალიან ხშირად, ამას დაერთო რელიგიური მომენტი.
თუმცა, მთავარი საფუძველი მაინც ის არის, რომ მათი შესაძლებლობები თვითრეალიზაციის, თვითგამოხატვის, წინსვლის აქ, ადგილზე იყო ძალიან მნიშვნელოვნად შემცირებული.“