aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო

“მზად ვართ გადამწყვეტი მოქმედებებისთვის” – კულებამ დასავლელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, აშშ-ის გენერალურ მდივანთან ენტონი ბლინკენთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან და ევროკავშირის წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბარი გამართა.

როგორც კულება აღნიშნავს, საუბრისას მათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილეს ყურადღება.

“უსაფრთხოების დახმარების გარდა, შეერთებული შტატები უკრაინას გაზრდილ ეკონომიკურ მხარდაჭერას გაუწევს. რუსეთის ფედერაციას ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს: უკრაინა და მისი პარტნიორები მზად არიან გადამწყვეტი მოქმედებისთვის ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად”, – წერს კულება.

ანნალენა ბერბოკთან საუბარში კულებამ გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის უკრაინაში ვიზიტის მომზადებაზე ისაუბრა.

“ჩვენ დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების ვითარება რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების ფონზე. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ორშაბათს გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ვიზიტისთვის. საჭიროა, რომ მან დროული შესაძლებლობა განიხილოს საფრთხეების დასაძლევად ერთობლივი და გადამწყვეტი ქმედებებისთვის “, – დასძინა მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელთან, ჟოსეფ ბორელთან საუბარში, უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს.

“მან დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციისთვის მძიმე სანქციების პაკეტი უკვე მზად არის. ევროკავშირი დამატებით ძალისხმევას მიმართავს უკრაინის პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის. მადლობელი ვარ ევროკავშირის მტკიცე პოზიციისთვის და მზადყოფნისთვის გადამწყვეტი მოქმედებისთვის”, – განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო და ეს ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ უკრაინაში მყოფ დიპლომატიურ კორპუსს და მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდეს.

იტვირთბა....