ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი ზეიმით შეეგება. ისინი მაცხოვარს საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ და გალობდნენ: „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

იტვირთბა....