ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტურისტს სცემეს.
თვითმხილველების თქმით, ტურისტი მარტო იყო. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე, 30 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.