ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კალაძე: გვახსოვს დედიკო-მამიკოებზე სახელმწიფო ქონების გადაცემა, მეგობარი გოგონებისთვის საჩუქრები

[su_quote]ჩვენ წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც ერთ ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე. ფინანსდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების, მაგალითად, ბავშვების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან. მე ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა ჩემ მიმართ, ბიუჯეტიდან ფული რომ ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? მახსოვს ასევე საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის. ეს ძალიან მძიმე თემა იყო, როდესაც პირადი დაკმაყოფილებების მიზნით ბიუჯეტი იძარცვებოდა[/su_quote]

ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად განუცხადა.

იტვირთბა....