ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: გახარიას პოლიტიკური ძალა ენმ-ის დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი გახარია და მისი პოლიტიკური ძალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დანაყოფად არის ქცეული.

“გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან “ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად “ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, რადგან გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას ჯერ არ შესწევს უნარი, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ გახადოს თავის დანაყოფად. ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა. სხვა რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს, როდესაც ტოვებ საკუთარ გუნდს, გადადიხარ სხვა გუნდში და მასთან ერთად ებრძვი გუნდს, რომელიც დატოვა და რომლის სიის პირველი ნომერიც იყო“, –  საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, განაცხადა წულუკიანმა.

 

იტვირთბა....