ახალი ამბები ბიზნესი პოლიტიკა საზოგადოება

“სააკაშვილის და გიული ალასანიას ახდენილი ქონებრივი ოცნება” – მეგრელიშვილი სიას აქვეყნებს

სააკაშვილის და გიული ალასანიას ახდენილი ქონებრივი ოცნება, – საჯარო სამართლის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი დედის, გიული ალასანიას ქონების ჩამონათვალს აქვეყნებს.

მეგრელიშვილი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვის ქონებაზე საუბრობს როცა საკუთარ ქონებას ვერ ითვლის.

“მე მოგიყვებით სააკაშვილის ახდენილ ქონებრივ ოცნებაზე რაც მას ოფიციალურად უფიქსირდება(არაოფიციალურის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია).

მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკის ისტორიულ უბანში ფლობს ორ აპარტამენტს.

მათ შესაძენად მან ჯამში 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დახარჯა;

მიხეილ სააკაშვილის მფლობელობაშია მაიამი კოლინზის ავენიუ 2201 მდებარე ბინა N 318 ამ აპარტამენტის ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება;

მიხეილ სააკაშვილი ფლობს სახლს

კიევიდან 23 კილომეტრში, ელიტურ სოფელ ლესნიკში;

მიხეილ სააკაშვილს გააჩნია საცხოვრებელი სახლი ყვარელში და

105 ათა­სი ლარად შეძენილი

8 მიწის ნაკვეთი ასევე ყვარელში;

მის საკუთრებაშია დაბა გუდაურში 600 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთიც;

მიხეილ სააკაშვილი ქ.თბილიში ფლობს არაერთ ბინას.

ეს არის კაცი, რომელსაც ბიუჯეტის ფული, მისი კუთვნილი ჯიბის ფული ეგონა და დღეს

ირაკლი ღარიბაშვილის ქონებას ითვლის.

ამჯერად სამიზნე დაბა ბაკურიანში მდებარე სახლი გახდა რომელიც ღარიბაშვილის ოჯახმა სესხით შეიძინა.

დროა, ყველა ტყუილი იქნეს მხილებული და კაცს რომელმაც სახელმწიფოს ფული მასაჟებსა და პროსტიტუციაში დახარჯა ხმა არ ამოეღებოდეს“, – წერს მეგრელიშვილი სააკაშვილზე.

მეორე პოსტში, თამთა მეგრელიშვილი გიული ალასანიას ქონების ჩამონათვალს აქვეყნებს.                                                 

„გიული ალასანიას უკანონო გზა ერთი რიგითი მეცნიერ – მუშაკობიდან მილიონერობამდე.

დღეს მოგიყვებით გიული ალასანიას ახდენილ ქონებრივ ოცნებაზეც.

შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ გიული ალასანია საქართველოში რეგისტრირებულ 17 კომპანიას ფლობს…ჯამური ბრუნვით  73 მლნ. ლარი

კომპანიაზე რიცხული მიწის ნაკვეთების ჯამური ოდენობა – 53 517 კვ.მ- ია

შენობა-ნაგებობა –  23.715 კვ. მ – ია

ქონების საერთო ღირებულება – 9 5866 828 ლარს შეადგენს.

გიული ალასანია ფლობს

5 საცხოვრებელ ბინას თბილისში

5 საცხოვრებელ ბინას ბათუმში რომელთა ჯამური ფართი 668 კვ.მ-ია

ღირებულება კი 1 747 670 ლარს შეადგენს;

ასევე გიული ალასანიას საკუთრებაშია

5 მიწის ნაკვეთი თბილისში,

5 მიწის ნაკვეთი ყვარელში

5 მიწის ნაკვეთი ოზურგეთში

ჯამური ფართი 10 998 კვ.მ- ია

ღირებულება  1 792 769 ლარს შეადგენს.

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ გიული ალასანია განათლების სფეროში სრული მონოპოლისტია.

ფლობს (თანამესაკუთრეა)  შ.პ.ს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის

რომლის ჯამური ბრუნვა შეადგენს

14 707 272 ლარს.

და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის…

სამწუხაროა, რომ ეს ქალი გვესაუბრება კანონიერებაზე, კანონიერი გზით მის მიერ მხოლოდ შრომით მოპოვებულ

ქონებაზე და თითის ქნევით ითხოვს პასუხს კითხვაზე – რა დააშავა მისმა შვილმა და ოჯახმა?! დარატომ არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საპყრობილეში?!“, – წერს მეგრელიშვილი.

 

იტვირთბა....