გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე კვირაში შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პოსტს დატოვებს და მას უშიშროების მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილე იოსებ გოგაშვილი შეცვლის. ინფორმაციის თანახმად, სამინისტროში ბოლო ერთი კვირის მანძილზე განხორციელებული ცვლილების – მინისტრის მოადგილეების შეცვლა, თბილისი პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება, სამხარეო პოლიციის უფროსების შეცვლა, ამის წინაპირობაა. თავდაპირველად, მღებრიშვილის შემცვლელად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე სახელდებოდა. თუმცა, გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, მან მინისტრობაზე უკვე მეორედ თქვა უარი და ამის შემდეგ აჩვევანი სოსო გოგაშვილზე შეჩერდა.
გოგაშვილი თავდაპირველად ძალოვან უწყებებში ე.წ. კახელების დაჯგუფებას წარმოადგენდა, თუმცა, როგორც ამბობენ მას ყოფილი პრემიერის სიმამრთან და მის ნათესავებთან – იგულისმხება ჯანყარაშვილი, ურთიერთობა დაეძაბა და ის გომელაურის გუნდში აღმოჩნდა და ნდობა მოიპოვა.
წყარო: “პირველი რადიო”